ალექსი (ალექსანდრე) ივანეს ძე ბალარჯიშვილი

თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის ექიმი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წელს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს მისი შუამდგომლობის პასუხად შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: რადგან 50%-ანი დამატება დაწესდა, ახალი მიმატება სასწავლებლის სპეციალური თანხიდან აღარ იყო საჭირო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ალექსი ივანეს ძე ბალარჯიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი