ამბერკი (ამბაკო) პავლეს ძე ნადარეიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: ამბერკი პავლეს ძე ნადარეიშვილი, იასე სიკოს ძე ჭავჭანიძე, პლატონ ოქროპირის ძე ხოშტარია, მოსე ლევანის ძე კვიტაშვილი და ფარნა კოხტას ძე ნადარეიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი