ანდრია სოლომონის ძე ღულაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი, თბილისის განყოფილების წევრი, ნამდვილი წევრი

გამგეობამ განმარტა, რომ მუზეუმის ნივთები ვერც დანომრეს და ვერც დაალაგეს, რადგან მათ შესანახად არ ჰქონდათ ადგილი. 1906 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ანდრია ღულაძემ გამგეობის ეს განმარტება არ მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი