ნიკოლოზ დოგუნო

მუშა, საქ. კომპ. თბ. ორგან. წევრი

1918 წლის 20 თებერვალს საერთო საქმეთა მმართველმა ფიცხელაურმა თბილისისა და მისი შემოგარენის მთავარ სამხედრო გენერალ-გუბერნატორს მიმართა, რომ იარაღის ტარების ნებართვაზე შუამდგომლობა გაეწიათ: გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანისთვის – ბრაუნინგი N237000, ასევე საქმისმწარმოებელ ფეოფან იოსების ძე კობეშავიძისთვის – ბრაუნინგი N335587, გზათა სამინისტროს განყოფილების უფროს ინჟინერ სერგეი ნიკოლაის ძე მორდვინოვისთვის – ბრაუნინგი N208827, რკინიგზის განყოფილების ტექნიკოს ზურაბ პავლეს ძე მეტრეველსისთვის – ბრაუნინგი N6540, გზათა სამინისტროს საოლქო სამსახურის უფროს ტარას სოლომონის ძე სპრინკველისთვის კი – ბრაუნინგი N350855 ტარების ნებართვაზე. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტრო. ბათუმ-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საველე სამმართველო. საქმე N285
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი