ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს სენეკის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია გრიგოლის ძე სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ ეგნატეს ძე კიკალეიშვილი, ნინო პეტრეს ასული ნოიტაკი, კონსტანტინე ელიზბარის ძე კიკიანი, გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე, ვლადიმერ ედილაშვილი, ლუკა კელენჯერიძე, ანდრია შუბლაძე და ერმალოზ ლევანის ძე ჯაში. გამგეობამ სენაკის სკოლის ახალ მასწავლებლად დანიშნა მალაქია გრიგოლის ძე სირაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი