ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ბარბარე სპირიდონის ასული წერეთელი ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას 22 წევრი ჰყავდა, ინახავდა 5 ბიბლიოთეკას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 470 მანეთსა და 88 კაპიკს, გასავალი – 303 მანეთსა და 78 კაპიკს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა