ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე

ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორი (მთავარგამგე), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი

ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აუწყებენ, რომ მინისტრის ამხანაგის ა.წ. 26 იანვრის N17 ბრძანების თანახმად, მისდამი რწმუნებულ გიმნაზიასთან არსებულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს, დეკანოზ ივლიანე აბესაძეს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულები და პენსიის მისაღებად საპედაგოგო ასპარეზზე ნამსახურები წლები 1884 წლის 19 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე. ასევე, ეგზავნება აბესაძის ნამსახურეობის სია. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, მდივანი გიორგი მებუკე, საქმისმწარმოებელი – მესხი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დეკანოზ ივლიანე აბესაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი