პუტილოვი

რ.კ.პ. ამიერ კავკასიის საოლქო კომიტეტის სააგიტაციო საპროპაგანდო განყოფილების ხელმძღვანელი

რ.კ.პ. ამიერ კავკასიის საოლქო კომიტეტის სააგიტაციო საპროპაგანდო განყოფილება აწყობს ბეჭდვითი საქმის გამოფენას და იწვევს ყველა პარტიულ, სახელმწიფო, კოოპერატიულ, სამეურნეო დაწესებულებას, ორგანიზეციებსა და ყველა გაზეთის რედაქციას მიიღონ მონაწილეობა გამოფენაში და კომუნისტური აღზრდის ცენტრალურ სახლში (ყოფილი სამხედრო ტაძრი) ამხ. პუტილოვთან გამოაგზავნონ მათ მიერ გამოცემული ჟურნალები, გაზეთები, წიგნები, ბროშურები და სხვა არაუგვიანეს 1924 წლის 3 იანვრისა.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა