გედევან დიმიტრის ძე წერეთელი

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გედევან დიმიტრის ძე წერეთელი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.

წყარო: განათლების სამინისტროს მიერ მოწვეულ გიმნაზიის დირექტორთა საგანგებო თათბირის სხდომის ოქმები
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი