დავით გიორგის ძე ნანუკაშვილი (ნანუკოვი)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით გასესხებული ჰქონდა 27 მანეთი და 51 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

წყარო: ივერია, 1877 | 1 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა