ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების კომისარიატის სახალხო მამულებისქვეგანყოფილების გამგე

1923 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი გაგზავნილი წერილით მიწათმოქმედების კომისარიატის განსაკუთრებულმა კომისიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობა მოუხსნა. (ისინი მიიჩნევდნენ, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივისთვის პენსია ან დახმარება განათლების კომისარიატს უნდა დაენიშნა). დოკუმენტს ხელს სახალხო მამულების ქვეგანყოფილების გამგე – ერმილე ნაკაშიძე აწერდა.

წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა