ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ 35 სხდომა გამართა და 120 საქმე განიხილა. იოსებ იულონის ძე დადიანი დაესწრო 12 სხდომას, სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი – 29-ს, სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი – 17-ს და ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა – 33-ს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი