ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი

თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 7 მარტს განათლების სამინისტრო თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს პასუხად მისი წერილისა სწერს, რომ 1919 სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზიაში ინსპექტორის დანიშვნა საჭიროდ არ მიაჩნიათ. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვ. ძიძიგური.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი