თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება თედო რაზიკაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. თავმჯდომარემ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, ივანე გიორგის ძე რატიშვილსა და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას ამ საკითხის შესწავლა და თავიანთი აზრის მოხსენება დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ჟურნალები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი