თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე (ანასინი, კრიმანჭულაძე, ჭაღარა, ჭყაფშანელი, ხლაფორთაძე)

პედაგოგი, პუბლიცისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის დაუსწრებლობის გამო განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი