ანა ვარდიაშვილი

სოფელ საბუეს მოძღვრის შვილი

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის წარმოება დაიწყო 3 იანვარს და დასრულდა 18 თებერვალს. საფუძველი გახდა სოფელ საბუეს მოძღვრის შვილის, ანა ვარდიაშვილის თხოვნა (მისი დაკითხვის თანახმად), რომ ჯორჯაძემ თავის ბაღში მდგარ ძველ შენობაში ორი კვირით შეიფარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდის ცუდად მყოფი წევრი ვალოდია ნაზაროვი. გამოჯანმრთელების შემდეგ ნაზაროვი დაბრუნდა ტყეში. დაკავებულმა აღიარა ეს ყოველივე. მღვდელმა ვარდიაშვილმა, რომელმაც ნაზაროვი მოიყვანა, უთხრა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ თავს დაანებებდა ამ საქმეს. ჯორჯაძემ არ ჩათვალა საჭიროდ გაეგებინებინა ხელისუფლებისათვის ბანდიტის არსებობის შესახებ. ვინაიდან თელავის რაიონში ბევრი იყო ჩოლოყაშვილის ბანდის დამხმარე და ჯორჯაძემაც გაცნობიერებულად შეიფარა ბანდიტი, მას მიუსაჯეს იზოლაცია, ჩოლოყაშილის ბანდის სრულად ლიკვიდაციამდე.

წყარო: დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმე | N 24 446
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი