იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი (ქობულოვი)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ წევრთა სია გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ბერეჟიანი, თამარა რევაზის ასული ლიონიძისა, დავით დიმიტრის ძე ლიონიძე, იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი, ილია პავლეს ძე გორდეზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი