იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე

დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ ამცნო, რომ დროებით მას ჩაუბარებია განყოფილების საქმეები და ფული. თანხა 990 მანეთს შეადგენდა, აქედან 600 მანეთი ცხინვალის ფოსტის სალაროში ინახებოდა, 383 მანეთი და 50 კაპიკი – ცხინვალის საამხანაგო საკრედიტო ბანკში, ხოლო დანარჩენი – პირადად ოქროპირიძესთან. ოქროპირიძის თქმით, ეს თანახა არ იყო საკმარისი განყოფილებისთვის შენობის შესაძენად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი