მათე ისააკის ძე სუხიაშვილი

დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905  წლის ანგარიშის მიხედვით, დამფუძნებელი წევრები, რომლებსაც  საწევრო თანხა ერთიანად ჰქონდათ  გადახდილი, იყვნენ: მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი, დეკანოზი ლუკა მაღრაძე, სპირიდონ ნარაკიძე, იოსებ იულონის ძე დადიანი, დეკანოზი მათე სუხიაშვილი, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები. 1905 წლის 14 ივნისი – 14 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი