მიხეილ სტეფანეს ძე ოკუჯავა

სასურსათო განყოფილების კომისარი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭთა აღმშენებლობა“.

წყარო: კომუნისტი, 1921 | 26 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა