ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე

გეოგრაფი, ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45 000 მანეთი მიაკუთვნა, რომელშიც შედიოდა: თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლები – 27 270 მანეთის, 16 470 მანეთის პეტერბურგის ქალაქის საკრედიტო საზოგადოების ოთხნახევარ პროცენტიანი ობლიგაციები და 1260 მანეთის დვინისა და ვიტბესკის რკინიგზის ოთხპროცენტიანი ობლიგაციები.

წყარო: მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან და ოქმები ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ საზოგადოებისთვის ანდერძით დატოვებული ქონების მიღების შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა