პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხისა და თელავის განყოფილებათა წევრი

1908 წლის 4 სექტემბერს პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე ახალციხიდან წერილს უგზავნის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას, რომ „ტიფლისკი ლისტოკიდან“ მათთვის ცნობილი გახდა ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებით, ითხოვს გაითვალისწინონ ქართული საქმის სავალალო მდგომარეობა ახალციხეში და უსათუოდ იზრუნონ იქაური განყოფილების გახსნაზეც.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილება ქ. ახალციხეში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1908-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი