სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი)

ქუთაისის ქართული გიმნაზიის პედაგოგი, ძველი სენაკის სააზნაურო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრი

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ დასაკაზმი განყოფილების ხარჯების დასაფარად 318 მანეთი და 22 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი