სამსონ პეტრეს ძე მამალაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების მიხედვით, 1917 წლის 1-ლი იანვრისთვის გამგეობის ხაზინაში დარჩენილი იყო 3180 მანეთი და 21 კაპიკი, შემოსავალი შეადგენდა 1599 მანეთსა და 96 კაპიკს, სულ იყო 4780 მანეთი და 17 კაპიკი. მოხსენების ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა