სერგი რომანოზის ძე გორგაძე

მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მდივანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 1-ელ სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი