აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია

ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 24 იანვარს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი გზათა მინისტრს უგზავნის ა. ხოშტარიას რწმუნებულის თხოვნას გემების – „მიხეილისა“ და „დობროვოლსკის“– მათთვის მიყიდვის ან იჯარით მიცემის შესახებ და თვლის, რომ ახლა, როდესაც ნაოსნობის მოწყობა გზათა სამმართველოს აქვს მინდობილი, გემების კერძო პირებზე გაყიდვა საზარალოა.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881| ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი