ურიათმყოფელი

სადგურ ბორჯომის უფროსი

1934 წლის 10 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის რკინიგზის სახაზო სასამართლომ დაამთავრა მექრთამეების საჯარო-საჩვენებელი გასამართლება. პასუხისგებაში მისცეს: ურიათმყოფელი, შოვნაძე, გაბელაია, ფირცხალაიშვილი და მშვიდობაძე. რკინიგზელთა უმრავლესობამ მოიწონა განაჩენი.

წყარო: კომუნისტი, 1934 | 10 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა