ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი