ტიტე იულონის ძე ართმელიძე

მწერალი, გენერალ-მაიორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ლანჩხუთის განყოფილების წევრი

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ I ქვეითთა დივიზიის სამხედრო ინსტრუქტორი ართმელიძე ჯარისკაცთა სახელით ითხოვს, საგარნიზონო სკოლებისთვის გადაეცათ 4-4 ცალი წიგნი შოთა რუსთაველის, ნ. ბარათაშვილის, ორბელიანის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, გ. წერეთლის და სხვა. გამგეობის დადგენილებით გაიგზავნა თითო ცალი, რადგან აღარ მოეპოვებათ მეტი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი