შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმისა და სიღნაღის განყოფილებათა წევრი

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილმა შალვა გოგებაშვილმა, რომ ანდერძის დამტკიცებამდე მიეცათ მისთვის 200 მანეთი. გამგეობამ შ. გოგებაშვილის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი