დავით (დათიკო) გიორგის ძე შარაშიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალების „ბრძოლის“ და „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები გაეგზავნათ მისი მეუღლის ძმის, რენე ტუსენის სახელზე და შემდეგ მისამართზე – ბერნარდინის ქ, 26, პარიზი.

წყარო: დავით შარაშიძის ღია ბარათი ნინო შარაშიძისადმი (დედისადმი), 1929 | 14 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი