გაზეთ „აზერბაიჯანზე“ დაყრდნობით „ვოლნი გორეცი“ იტყობინება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სახელით ნოტა გაუგზავნა საზავო კონფერენციის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში – პოლკოვნიკ ჰასკელს (გასკელს), აცნობა „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და სთხოვა მის ხელთ არსებული ყველა ღონე ეხმარა კონფლიქტის მოსაგვარებლად. დეპეშის ასლი გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს – ევგენი გეგეჭკორს.

წყარო: ვოლნი გორეცი (ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ ) 1919 | 6 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა