1919 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის ოლქის სოფელ ორთაბათუმის მუსლიმთა თემის მცხოვრები მუსტაფა ალის ძე კონცელიძე, როგორც ღარიბი ოჯახის შვილი, განათლების სამინისტროს უნივერსიტეტის სამეურნეო ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვას სთხოვს.

წყარო: დებულება თბილისის ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი