1901 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით იაკობ გოგებაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და ივანე რატიშვილმა ივანე ზურაბიშვილს დაავალეს, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი შატბერაშვილისა და მირიანაშვილის თანდასწრებით შეემოწმებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი