1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მხედველობაში მიიღო ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება 3 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ და დაადგინა, ქუთაისის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტისთვის მიეწერათ, რომ სკოლის ეზოში სავარჯიშო პავილიონი მოეწყოთ.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი