1918 წლის 7 ნოემბერს თბილისის სამხარეო კომისარ აგაჯანოვს წარმომადგენლობითი სამხარეო კომისარი ვართაპედოვი სწერს, რომ რესურსების არქონის გამო კვდებიან ადამიანები, ზოგიერთები თვეობით ვერ იღებენ ხელფასებს, დაიწყო ქალთა ბუნტი, რასაც შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს. ვართაპედოვი ითხოვდა სასწრაფო ზომების მიღებას.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მზრუნველობის სამინისტრო | ფონდი 1936 | ანაწერი 1 | საქმე 17
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი