1907 წელს რამინ ჩიქოვანმა „ისრის" რედაქციას გაუგზავნა ცაგერში იმ წლის 26 ოქტომბერს მომრიგებელი მოსამართლის, შამიერ მელიქ-პაშაევის სახლში ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის შეკრებილი თანხა, 11 მან., და შემომწირველთა სია: ბაბილინა დადიშკელიანისა, აგრაფენა გელოვანისა, ალექსანდრე დადიშკელიანი, ივანე გეგიძე, შამიერ მელიქ-პაშაევი, გრიგოლ გელოვანი, რამინ ჩიქოვანი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი