1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე პატიოსანი და მშრომელი იყო, მისი დამსახურებით მოსწავლეები ბეჯითად სწავლობდნენ და სოფლის მოსახლეობაც გულშემატკივრობდა სკოლას.

წყარო: მიწერ-მოწერა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორთან და ი. მეუნარგიას მოხსენება სოფ. თონეთში სკოლის გახსნის შესახებ | 1880-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი