1914 წლის 14 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მომხსენებელ ნოე ჟორდანიას შეეხო და მის მოძღვრებას ეროვნული იდეების საწინააღმდეგო უწოდა. ცინცაძის აზრით, კრებაზე ნოე ჟორდანიას ხსენება სრულიად უადგილო და ზედმეტი იყო, ვინაიდან განსახილველ საკითხს არ ეხებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი