1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გასული წლის პირველ დეკემბერს გამგეობას თხოვნით მიმართა გომის ბიბლიოთეკის სამზრუნველომ, რომ გაეწიათ შუამდგომლობა გუბერნატორთან ახალი გამგის დამტკიცების თაობაზე და ასევე ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ მათი თხოვნა შუამდგომლობის შესახებ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც გუბერნატორმა გამგედ პარმენ დომენტის ძე მაჭარაშვილი დაამტკიცა, ხოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გაგზავნა ახალი გამგის დამტკიცების შემდეგ გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი