1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ გომის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა მიღებული წიგნების სია: „დედა ენა“ – 6 ეგზემპლარი, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ − 2, „იგავ-არაკნი“ – 3, „თვალსაჩინო სწავლა ახლადშესული ყმაწვილებისთვის“ – 2, სულ 10 მანეთის ღირებულების წიგნები და სახელმძღვანელოები. მისი ცნობით, საზოგადოებისგან შემოწირულ წიგნებს მოსწავლეები ხან კლასში იყენებდნენ, ხან შინ მიჰქონდათ საკითხავად.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი