1919 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ საკუთარი კორესპონდენტი ვ. ლავროვიჩი იტყობინებოდა, რომ კაზაკებისა და „დობროარმიის“ სიძულვილით აღსავსე მთიელი ჩეჩნები მამა-პაპათა საბრძოლო სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი და არ აპირებდნენ დანებებოდნენ ერისხან ალიევის "სახალხო მმართველობას". გამოცდილმა გენერალმაც იცოდა, რომ იარაღის ძალით მთიელებისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და ფრთხილობდა.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ" – „თავისუფალი მთიელი"), №1, 1919 წლის 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა