1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საჯიქაოს სკოლას სჭირდებოდა: 15 ცალი „დედა ენა“, 10 „როდნოე სლოვო“ და 25 ანთიმოზ ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი