1881 წლის სექტემბერში მასწავლებელმა ერმოლაოზ გუმბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან დიმის სკოლის ღარიბი მოსწავლეებისთვის მიიღო 12 ცალი „დედა ენა“, 4 – კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ერთი – ჯუღელის საწერი დედანი და 41 სხვა ქართული წიგნი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი