მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლის 85 მოსწავლე ქალ-ვაჟიდან 23 ღარიბი იყო, რომელთაც მშობლები ვერ აკმაყოფილებდნენ სასწავლო ნივთებით. ამის გამო ბავშვებსაც სწავლაზე გული უცრუვდებოდათ და სწავლის ნორმალურ მსვლელობასაც დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან გაკვეთილების დროს ერთმანეთში გახშირებული ნივთების თხოვნა იყო.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი