1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძემ დაკითხვისას საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე ბესარიონ მელიქაძეს განუცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში ჩართულობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, მაგრამ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

წყარო: ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის საქმე | N24 364
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი