1929 წელს შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ კომუნისტური პარტიის მხრიდან გადასახადების ძალდატანებით აკრეფამ ბელარუსსა და ტვერში გლეხების პროტესტი გამოიწვია. შეიქმნა ორგანიზაციები, რომელთა მიზანი მილიციისა და გლეხკორების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა) 1928 | 9 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი