1916 წლის 30 მაისს მღვდელ სამსონ სვანიძის მოწვევით დაბა გალში, ორკლასიანი სკოლის შენობაში, 31 კაცისაგან შემდგარი წინასწარი კრება გაიმართა, რომელთაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინეს: დაბა გალში გახსნილიყო ადგილობრივი განყოფილება.

წყარო: მიწერ - მოწერა და მოხსენებები საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების დაარსების შეასახებ 1916 | 1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა