1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა, ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფელ საყულიაში თავისივე სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი