1897 წლის 16 აგვისტოს დავით კარიჭაშვილმა მისწერა წერილი ივანე გომელაურს სათავადაზნაურო სკოლებში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ თხოვნის პასუხად. ის აცნობებს, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლა არ ექვემდებარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და გამგეობას უფლება არ აქვს, მასწავლებლად განაწესოს. მასწავლებლის ადგილისთვის უნდა მიმართოს სკოლის ინსპექტორს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა, მართალია, ექვემდებარება გამგეობას, მაგრამ მასწავლებლობის თხოვნის გაგზავნა მაინც საჭიროა სკოლის ინსპექტორისთვის.

წყარო: ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი